ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია? - განაცხადა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში" მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე საუბრისას, სადაც ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაა შეტანილი.
"სხვათა შორის, რამდენადაც მე მითხრეს, ჩვენი ბიოგრაფიებისთვის [ბურჯანაძე და ჟვანია] ადგილი არ მოიძებნა ხო ისტორიის წიგნში? ბურჯანაძე და ჟვანია არა? ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია? ცოტა ხანი ეგრე იქნება. მე ხომ სულ არ მაინტერესებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი ბიოგრაფია ძალიან ბევრი ქვეყნის წიგნში არის შეტანილი, მათ შორის მსოფლიოს 100 საუკეთესო და 100 უძლიერესი ქალბატონის შესახებ ავსტრიაში გამოცემულ წიგნში. ასე რომ ძალიან გამეხარდება ჩემზე თუ რამე იქნება საქართველოს ისტორიის წიგნში, მაგრამ თუ არ იქნება, ძალიან ბევრიც არ დამაკლდება. მაგრამ როცა გყავს ქალი, არა აქვს მნიშვნელობა, ბურჯანაძე იქნება თუ სხვა გვარის, რომელიც ორჯერ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო 6 წელი, რომელიც ბისეკის პრეზიდენტი იყო 3 წელი და რომელსაც მართლა მთელ მსოფლიოში იცნობენ, უბრალოდ, ბავშვებისთვის არის კარგი მაგალითი, რომ ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს ქალებიც წარმომადგენელი", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.