სამედიცინო ექსპერტებმა უკეთ იციან, რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს გამოჯანმრთელებისა და სტაბილურობისათვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში სპეციალისტები არიან ჩართული და ამ თემაზე საუბარიც მათი კომპეტენციაა.
„პასუხს სამედიცინო ექსპერტები გასცემენ და არის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის ორგანიზებითაა შექმნილი. აქ არიან მულტიდისციპლინური ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან წვდომა, მათ უკეთ იციან, რა სჭირდება მას, რომ გამოჯანმრთელდეს და რა არის საჭირო მისი მდგომარეობის სტაბილურობისთვის. ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა კელი დეგნამა.