სააკაშვილმა და ივანიშვილმა ეს ქვეყანა ერთად დაანგრიეს - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციაც, რომელსაც "პუტინის დავალებით ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა", ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთად მოაწყვეს.
"ეს თამაში [ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის] შეთანხმებული იყო წლების განმავლობაში, ოღონდ იმ პირობით, რომ სააკაშვილი აქ არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ როგორც სააკაშვილს სჩვევია, ეს ხელშეკრულება დაარღვია და გაემოცხადა ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს დილაადრიან აქეთ. აი, ეს არის მთელი უთანხმოება, დანარჩენში ესენი იყვნენ შეთანხმებულნი, რომ ჩვენ ვიქნებით პირველი ძალა, თქვენ იქნებით მთავარი ოპოზიცია, ამიტომ დაირქვეს მთავარი ოპოზიცია, მთავარი ტელევიზია, მთავარი, მთავარი, ყველაფერი მთავარი, რა მთავარი, ორივემ ერთად დაანგრია ქვეყანა, ვარდების რევოლუციაც ორივემ ერთად მოაწყო, სხვათა შორის პუტინის დავალებით დაფინანსებით ივანიშვილი ამ რევოლუციურ პროცესს, მერე ივანიშვილი უხდიდა ხელფასს ნაცების მინისტრებს და დეპუტატებს, რომ ქრთამი არ აეღოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, პრემიერის გადახდებით ქრთამის აღება მოაშლევინო ადამიანს თუ ამის ზნეობა არ აქვს და ამხელა სახელმწიფოებრიობის განცდა არ გააჩნია. და როცა გაუვიდა ვადა იმ წინა ხელმძღვანელს, სხვა რომ არავინ მოსულიყო, გამოხტა ბიძინა ივანიშვილი და მისი ფულებით მოხიბლულმა საზოგადოებამ იშვირა ფეხი და გავარდნენ ივანიშვილთან", - თქვა ნათელაშვილმა.