"მინისტრის საათის" ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში კამათის ფონზე წარიმართა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანს მოსთხოვა, რომ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ დალოდებოდა და მის კითხვებსაც გასცემდა პასუხს. თავის მხრივ, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ბევრი დრო არ აქვს.
საპასუხოდ, კი წულუკიანმა ჩარკვიანს ასე უპასუხა: "ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ".