საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს.
კელი დეგნანის თქმით, რომ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მთელი პროცესი იმედგამაცრუებელი იყო. მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო პარლამენტის მიერ ამ პროცესის ასე დაჩქარება, მით უფრო იმ მოწოდებების ფონზე, რომელსაც საერთაშორი პარტნიორები აკეთებდნენ დანიშვნის პროცესის შეჩერების თაობაზე.
"ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. უნდა ვთქვა, რომ ძნელი გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული იყო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილია. რატომ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას? ეს დამაბნეველია და ძალიან იმედგამაცრუებელია", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანმა იმედი გამოთქმვა, რომ გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები.
ცოტა ხნით ადრე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგანგებო ქმედებათა სამსახურმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ დეკემბერს მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს.