ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამასახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას საგანგებო განცხადებით ეხმიანება:
"ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უვადოდ უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე. ასეთი დანიშვნები, რომლებიც ხორციელდება წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, არ შეესაბამება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ბოლო დანიშვნები ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ლიდერებმა აიღეს მიმდინარე წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით და 28 ივლისს დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაეს სასამართლოში წარდგენის პროცესში საკითხების აღმოფხვრას მოსამართლეების დანიშვნამდე. ეს ქმედებები სასამართლო დამოუკიდებლობისა და საქართველოს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ფართო, ინკლუზიური და პარტიათაშორისი რეფორმების პროცესით. ევროკავშირი შეახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი რჩება სრულიად ერთგული, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის რჩება დამოკიდებული ძირითადი რეფორმების პროგრესზე, მათ შორის სასამართლო რეფორმის".