საქართველოს პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია:
გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი)
ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი)
თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი)
თეა ზიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი)
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, "ქართული ოცნება", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ხოლო "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირმა. მათი განცხადებით, ეს პროცესი არ შეესაბამებოდა 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
ევროკავშირის ელჩ ჰარცელის თქმით, სწორედ ამის გამო, უარი თქვეს მოწვევაზე, კანდიდატების მოსმენაზე დასწრების თაობაზე. ამერიკის საელჩომ კი იმედგაცრუება გამოთქვა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო.
ამასთან, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.