საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პროცესი არ შეესაბამება არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას. ჰარცელის თქმით, სწორედ ამის გამო, უარი თქვეს მოწვევაზე, კანდიდატების მოსმენაზე დასწრების თაობაზე.
კარლ ჰარცელი ასევე დასძენს, რომ გასაუბრების პროცესი, არ შეესაბამება ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს.
„ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით მარტივი მიზეზით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობთ აპრილის შემდეგ და ივლისში, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთება უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტის გამო, რომ ის არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და პირობებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის.
როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასება მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში უნდა გადაიხედოს პროცედურა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე. ამჟამად სიტუაციის განსჯა და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს პალამენტისა და თავად პარლამენტის წევრების ხელთაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.