სასაცილოა ეს საქმე, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესს.
როგორც გიული ალასანიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები არასერიოზულია.
„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანობას, რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში