დღეს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები თელავში ერეკლეს მოედანზე, მოსახლეობასთან შეხევდრას გამართავენ.
საინფორმაციო შეხვედრა-აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალი ყველა სამსახური - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსთა პალატა, ეროვნული არქივი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში კახეთის მოსახლეობას საშუალება მიეცემა პირადად შეხვდეს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, მიიღოს ასევე იურიდიული კონსულტაცია. სამინისტროს წარმომადგენლები კი თავის მხრივ მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს და ადგილზე გაუწევენ მათ დახმარებას.
მსგავსი შეხვედრა მოსახლეობასთან 16:00 საათზე გურჯაანის რაიონშიც გაიმართება. იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს.