პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ "მწვანე სტატუსის" ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს:
სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები
კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული)
კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა
გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები
სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები
სამთო კურორტების საბაგიროები.
"მწვანე სტატუსის" ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
• სრულად ვაქცინირებული (ან)
• 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
• ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
• PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
• "კოვიდის" ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ
რა არის მწვანე პასპორტი?
• CovidPass Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
• ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით
შენიშვნა:
• EU Digital COVID Certificate სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
• საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) "მწვანე სტატუსის" მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია ორი აპლიკაცია CovidPass Georgia და Georgia e-Health.
საქართველოში "მწვანე პასპორტით" სარგებლობისა და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისთვის გამოიყენება აპლიკაცია CovidPass Georgia.
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც უცხო ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავს, უნდა გამოიყენოს აპლიკაცია Georgia e-Health.
აპლიკაცია Georgia e-Health-ის ჩამოსატვირთად მიჰყევით ბმულს:
App Store-დან - https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048
Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details...
აპლიკაცია CovidPass Georgia-ს ჩამოსატვირთად მიჰყევით ბმულს:
App Store-დან - https://apps.apple.com/us/app/covidpass-georgia/id1590323605
Google Play-დან - https://play.google.com/store/apps/details...