საქართველოს კარიტასის სამედიცინო სოციალური პროგრამის ამოქმედებიდან 15 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით "თბილისი მარიოტში" ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სამედიცინო და სოციალური პროგრამის კონსულტანტი დავით სულაბერიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, საქართველოს კარიტასის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ნინა სხირტლაძე, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დავით ზურაბიშვილი, თსუ-ის პროფესორი ამირან ანთაძე, საქველმოქმედო კავშირ "ქომაგის" თავმჯდომარე ოთარ ურუშაძე, ბენეფიციარი სიმონ მასხარაშვილი და საქართველოს კარიტასის გენერალური დირექტორი პადრე ვიტოლდ შელჩნსკი და საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ესწრებოდნენ.
"ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დახმარება გაგვიწია. საქართველოს კარიტასი ამ 15 წლის განმავლობაში გაჭირვებულებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა. და შემდგომშიც გააგრძელებს", - განაცხადა საქართველოს კარიტასის პრეზიდენტმა ჯუზეპე პაზოტიმ.
საქართველოს კარიტასის მიერ განხორციელებულ პროექტებში 4 ძირითადი პროგრამა გამოიკვეთება. ჯანდაცვადა სოციალური დახმარება, ბავშვები და მოზარდები, განვითარება და გადაუდებელი დახმარება.
საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომლის ბენეფიციარებიც არიან აივ ინფიცირებულები, უნარშეზღუდულები, ლოგინს და სახლს მიჯაჭვულები და სხვა გაჭირვებული ადამიანები.
კარიტასს სულ 3 ათასი ბენეფიციარი ჰყავს მთელ საქართველოში, აქედან 500 თბილისში.