ხვალ, 18 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" ამირ კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეა "ვერნისაჟიდან" აცნობეს.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.