რამდენიმე თვით ადრე გეუბნებოდით, რომ რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა მიხეილ სააკაშვილის კულტის მიმართ. გეუბნებოდით, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდეს.
„სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ ისევ მორიგ აქტივისტს დააყენებენ – შეიძლება ხაბეც აღმოჩნდეს, ამაზე „სპასობნია“, ირბენს, სახურავზეც ავა. ეტყობა, მელია სხვა ღირებულებების არის და ეს ვნახეთ. მგონია, გარკვეული ჯგუფი იქნება აქტიური, იტყვიან, მიშა ტყვეობაშია და გავათავისუფლოთ – ირბენენ და დაიღლებიან. თანხები რომ გამოელევათ, შემდეგ დაისვენებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.