გავხდი საქართველოს პირველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, ვინც პატიმრობაშია, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილის თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვა შუშის საკნის მიღმა უწევს.
"მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ იყო ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება. ეს არის კლასიკური, რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მე ამ შუშის მიღმა მოგმართავთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება", - თქვა სააკაშვილმა.