"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ყოფილი ლიდერი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
არველაძის განცხადებით, აშკარაა, რომ ხალხს ბრძოლა წყურია.
"ხალხს აშკარად ბრძოლა წყურია. მოწყენილი პოლიტიკოსები კი დაღლილად ითავსებენ პოლიტიკური კომენტატორობის ფუნქციას, ყურებჩამოშვებულები იძლევიან ზოგად-ანალიტიკურ ინტერვიუებს და შიგადაშიგ უფრო დაღლილი სადღეგრძელოებით აზავებენ.
არადა როგორ ითხოვს მომენტი ლიდერის ომახიან მოწოდებას: "ყველანი სასწრაფოდ სასამართლოსთან!", - წერს არველაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრება.