ხვალ, 18 ნოემბერს, კორტების ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია "კორტების გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის" ინიციატივით მოეწყობა და მასზე იმ გადაწყვეტილების გაპროტესტება მოხდება, რომელიც კორტების ტერიტორიაზე განთავსებული ხეების მოჭრას ითვალისწინებს.
აქციის პარალელურად იქვე გაიმართება კორტების ისტორიისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებაც.
აქცია 18:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "დინამოს" კორტების ტერიტორიაზე განთავსებულ ორ ჰექტარ ბაღში 180 ხის მოჭრა იგეგმება.