არ დავტოვოთ სამწვერა გზა, არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი. ერთ წერტილში მოვიყაროთ თავი და საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ უარი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ის საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში, არასწორია.
„არასწორი მესიჯია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არასწორი მესიჯია. სააკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს პოლიტიკურ კონკურენციაში, დამთავრდა. მე ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა დავნიშნო ღმერთად. ჩვენ ოფიციალურად ქაღალდზეც მეტნი ვართ. მისი თვითმმართველობის ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგები არის 47-48 პროცენტი. პროპორციული განაწილება – 52 პროცენტი ოპოზიცია არის. ანუ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ კი არ უნდა იყოს, ხელისუფლებაში უნდა იყოს ოპოზიცია. ყველა გამოდით ქუჩაში, გზაჯვარედინი არ დავტოვოთ, არ დავტოვოთ სამწვერა გზა, არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი. ერთ წერტილში მოვიყაროთ თავი და საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ უარი“, – აღნიშნა დუმბაძემ.