"free მიშა" კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
"free მიშა" კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის მიიჩნევს, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.