მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა ვაზისუბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
ყოფილი „თბილგვირაბმშენისა" და „თბილმეტრომშენის" შენობებში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი, 58 ადამიანი ცხოვრობს.
აღნიშნული შენობები დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ, შენობები გადაიხუდა და ასევე დასრულდა გაზიფიცირება.
დღეიდან დევნილებს შეუძლიათ, ბუნებრივი აირით ისარგებლონ.