ასეთ პროცესში თავს ვერ ვხედავ, მე წარმოვადგენ „სტრატეგია აღმაშენებელს“, ასეთ პროცესში მონაწილეობა არ მიმაჩნია სწორად, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ეს უნდა გააკეთოს თავისმა მხარდამჭერებმა, თავისი პარტიის წევრებმა. შესაბამისად, არც არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ ქულები ჩავიწერო, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და რამე წინასწარი პრევენცია გავაკეთო. მე ასე არ ვხედავ ამ პროცესს, მე ვხედავ, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოსვლა, რიგგარეშე არჩევნები და ყველა საკითხი უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესს.
ეს არის აქტიური პრიცესი, საორგანიზაციო პრიცესი, ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი რომ დადგეს, მხარს არ დაუჭერ. არის აქტიურობა საორგანიზაციო კუთხით და არის აქტიურობა, როგორც ერთი მონაწილის. მე, როგორც ერთი მონაწილე, ამ პროცესს ვუჭერ მხარს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.