20 ნოემბერს, არითმოლოგების და კარდიოლოგების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანია: არითმიის მკურნალობის ახალი უნიკალური აპარატისCARTO XP -ის -სამგანზომილებიანი სანავიგაციო სისტემის წარდგენა და დანერგვა.
სპეციალურად ღონისძებისათვის ბელგიიდან ჩამოვა ცნობილი არითმოლოგი (პროფესორი რენე ტავერნიე) რომელიც მოხსენებით გამოვა კონფერნციაზე.
აგრეთვე მოხსენებებს გააკეთებენ ადგილობრივი წამყვანი არითმოლოგები, რომლებიც ისაუბრებენ მიღწევებზე და პერსრექტივებზე ელექროფიზიოლოგიაში საქართველოში.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ყველა რეგიონიდან კარდიოლოგები და არითმოლოგები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, "ბლოკ ჯორჯიას", კომპანიების: GMS, Johnson & Johnson, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
შეგახსენებთ, რომ არითმიები კარდიოლოგიაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. დღემდე საქართველოში ეს დაავადება განუკურნებელ, ქრონიკულ დაავადებად ითვლებოდა, რადგან გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ორგანული დარღვევის მედიკამენტოზური მკურნალობის და მედიკამენტოზური კორექციის გზით განკურნება შეუძლებელია. მაგრამ, საბედნიეროდ, არითმოლოგია დღითი-დღე ვითარდება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით უკვე ახერხებს არითმიების სრულყოფილად მართვას.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საქართველოში 2010 წელს დაინსტალირდა 2 სანავიგაციო სისტემა CARTO XP. პირველი სისტემა დაინსტალირდა ქუთაისის "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში" 2010 წლის მარტის თვეში. რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩატარდა უნიკალური ოპერაციები, რის შედეგად განიკურნა ათეულობით პაციენტი. მეორე სისტემა CARTO XP დაინსტალირდა ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოქტომბერში ,რის შემდეგაც წარმატებულად ჩატარდა რამოდენიმე ოპერაცია. მსოფლიოს წამყვანი ელექტროფიზიოლოგების აზრით-" CARTO XP არის საუკეთესო, რაც დღეს მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიაში არსებობს. ის საშუალებას იძლევა გულის სამგანზომილებიანი მოდელის აგების და ანატომიურ სიტუაციასთან ერთად გვიჩვენებს იმპულსების გავრცელების სურათს. შესაძლებელია დაახლოებით 1მმ.-ის სიზუსტით არითმიის კერის აღმოჩენა და ელექტროსიხშირული დენის ზემოქმედებით მისი განადგურება".
არითმიით დაავადებული ადამიანები II ჯგუფის ინვალიდებად ითვლებიან, ოპერაციის შემდეგ კი აბსოლუტურად ჯანმრთელები ხდებიან. CARTO XP -ზე მუშაობენ მაღალპროფესიული ექიმი-ელექტროფიზიოლოგები, რომლებსაც აქვთ შეძენილი გამოცდილება ევროპის წანყვან კლინიკებში.
კონფერენცია 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"-ს საკონფერენციო დარბაზ „კალა"-ში (თელავის ქ. 20 ) გაიმართება. A