არ არის აუცილებელი რევოლუცია, თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, არანაირი რევოლუცია არ იქნება, მაგრამ რადიკალური ცვლილებები დღეს ქვეყანას სჭირდება, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, უზარმაზარი ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, ერთი მხრივ ართულებს ოპოზიციის ამოცანას, მაგრამ მეორე მხრივ, აადვილებს.
„აადვილებს იმ თვალსაზრისით, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად ვალდებულები ვართ, ვიდრე 2003 წელს, რომ რადიკალური ცვლილებები მოვახდინოთ ამ ქვეყანაში. არ არის აუცილებელი რევოლუცია, თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, არანაირი რევოლუცია არ იქნება, მაგრამ რადიკალური ცვლილებები დღეს ქვეყანას სჭირდება, გარღვევა სჭირდება, ოპოზიციის ერთობა სჭირდება, ოპოზიციის კოორდინირებული ქმედება სჭირდება და ის რაც ავიღეთ სამმა ლიდერმა (ბურჯანაძე-ჟვანია-სააკაშვილი) ამის გაკეთებაც არის საჭირო, ან სამის, ან ორის, ან ხუთის, ან ათის მიერ ერთად“, - თქვა ბურჯანაძემ.