ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას კვირის ბოლოს გააცნობს.
მისი თქმით, გეგმა დეტალურად, მისხალ-მისხალ იქნება გაწერილი.
კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ჩვენ კონკრეტულ გეგმას დავდებთ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის გაწერილი. მისხალ-მისხალ გეგმით, რამდენადაც შესაძლებელია სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, - თქვა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას, თუ რატომ ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ". - თქვა ნიკა მელიამ.