"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მელია აღნიშნავს, რომ ისტორიას ვერავინ გააყალბებს, "ვარდების რევოლუციის" ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ასე დიდხანს არ დარჩება.
"2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი
ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!
შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად! კიდევ ბევრი რამ!
ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება!
საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა!“ – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.