მთავრობა ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს. მთავრობა ჯანდაცვის პროგრამებისა და დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვის დასრულებისას განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს ჯანდაცვის ყველა პროგრამა და ყველა ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ისინი ამ პროგრამაში უნდა ჩაერთონ.
ურუშაძემ დასძინა, რომ საზოგადოების ინფორმირება უნდა გაიზარდოს და ამას ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად მიაღწევს, კარდაკარ შემოვლაც რომ გახდეს საჭირო.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკურ უმცირესობებზე გაამახვილა, რომელთა ინფორმირებულობა გაცილებით დაბალია ხოლმე.
სანდრო ურუშაძე პირობას იძლევა, რომ მისი უწყება მოსახლეობის უფლების დამცველიც იქნება და ადვოკატიც.