დღეს, 15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სფეროში კურსდამთავრებულ ექიმებს დიპლომებს გადასცემს.
სწავლების მონაწილეები სიმულაციურ სავარჯიშოს „მტკვარზე ხიდის კატასტროფული ნგრევა" წარმოადგენენ, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: საშტაბო სამაგიდო ვარჯიში და კატასტროფაზე ოპერატიული რეაგირება. იმიტაციაში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადებული ექიმები მიიღებენ.
პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური სექტორის პროფესიული კადრების ეტაპობრივ მზადებას ჯანდაცვის სამინისტრო 12 ოქტომბრიდან ახორციელებს. სასწავლო კურსის ფარგლებში ჯანდაცვის 100 სპეციალისტი(75ექიმი 25მენეჯერი)მომზადდა.