აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გაიზარდა და უკვე ექვსი კვირის განმავლობაში 2,8 დოლარის ზევითაა გალონზე.
ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,892 დოლარი/გალონზე (დაახლოებით 76.4 ცენტი/ლიტრაზე). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის მაისის თვის პირველი დეკადის შემდეგ.
გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი გაიზარდა 2.7 ცენტით/გალონზე.
ცნობისათვის, აშშ-ში ბენზინის საცალო ფასის აბსოლუტურ რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება 4,114 დოლარი/გალონზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 7 ივლისს.