სომალელი მეკობრეები დატყვევებული მეზღვაურების ოჯახებს გამოსასყიდის გადასახდელად ორდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ეკიპაჟის დახვრეტითა და გემის ჩაძირვით იმუქრებიან.
ამის შესახებ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქართველმა მეზღვაურმა საკუთარ ოჯახს გუშინ ტელეფონით აცნობა.
მისივე განმარტებით, მეკობრეები გატაცებულებს სასტიკად ექცევიან.
დაკავებულ მეზღვაურთა ოჯახის წევრები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას თხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება, 8 სექტემბერს, ადენის ყურეში დააკავეს.