ფოტო: RFE/RL
ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისს განმარტებით, ამაზე პასუხისმგებლობას პარტია იღებს.
"მე ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ არის გამოსავალი. მთავარია, ახლა გადარჩეს და მთავარია, გორის კლინიკა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საჭირო მოთხოვნებს ექიმების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გავმართავთ პროტესტს არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკასთან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.