"ჩრდილოვანი კაბინეტი" როდის გამოხვალთ ჩრდილიდან და პატარ-პატარა ლოკაციებიდან დიდ ლოკაციაზე?! "სახალხო სეირნობა" როდის მორჩება?! - წერს სოციალურ ქსელშ. პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების სტარტეგიას აკრიტიკებს.
"კითხვა მაქვს მარტივი, მესმის რომ 900 ათასი ამომრჩევლიდან არ გამოდის ქუჩაში ამდენივე, (ასე ხდება ხოლმე), რეგისტრირდებიან (ფბ-ში წერენ,მაგრამ არ მოდიან) მაგრამ 40 და 30 ათასი რომ გამოდის ხომ ვნახეთ, უკვე თან ბევრჯერ, ხომ ასეა?! ჰოდა, 40 ათასი რუსთაველზე უფრო კარგია სტრატეგიულად თუ "1000 კაცით" "გაბრაზებულად სეირნობა" სხვა და სხვა ლოკაციაზე და თან მხოლოდ ნაც პარტიის ლიდერებით! ამას ვამბობ - ვიმეორებ ("ზოგიერთისთვის" ტვინში რომ შეუშვან) კაცი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერად რატომ ტოვებთ ორგანიზატორები, ვერ ვხვდები?????!!!!!
მე ერთი მოქალაქე, დღეს იმიტომ გამოვდივარ რესპუბლიკის მოედანზე, რომ სახელმწიფო მომტაცა 7 კაციანმა ბანდამ, რომელსაც " ხელისუფლება" ჰქვია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც მკვლელობის მონაწილედ გვხდის და არა იმიტომ რომ, როგორც ჩანს საკმაოდ სუსტ და ნაადრევად შექმნილ "ჩრდილოვან კაბინეტს" ვუყურო", ჰოდა ამაზე იფიქრეთ "ზოგიერთმა", არ ვიცი ვის ეხება, რომელ "ჩრდილოვან ლიდერს" (ვინც მიიღებთ საკუთარ თავზე იმას).
ხალხს ტრიბუნა მიეცით ხალხს, იქნებ უკეთ მიხედონ საქმეს!!!!!!!!! (თქვენ მოემსახურეთ "ჩრდილოვანი კაბინეტიდან") ასე უფრო წაადგება ქვეყანას!! სულ მთლად " ჩრდილოეთის" ანუ "რუსეთის" მსახური ხელისუფლება გადაბარებას გვიპირებს და რა დროს ნაადრევი ამბიციებია?!
3 საათზე! მოვდივარ, (როგორც ყოველთვის) ჯერ მოქალაქე და მერე პოლიტიკოსი...", - წერს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იმართება.