18 ნოემბერს ავსტრიის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, ქვეყნის ყოფილი კანცლერის სებასტიან კურცისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხნის თაობაზე.
პარლამენტის ქვედა პალატის ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ავსტრიის პროკურატურას, შეუფერხებლად გააგრძელოს გამოძიება კურცის წინააღმდეგ არსებულ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ წლის ოქტომბერში წამოიწყო.
კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ოქტომბრის დასაწყისში დატოვა. კანცლერობიდან წასვლის შემდეგ, კურცმა მავე დროს, კურცი შეინარჩუნა კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის (ANP) ლიდერის პოზიცია და მისი ფრაქციის ხელმძღვანელი გახდა პარლამენტში.
შეგახსენებთ, ავსტრიის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სებასტიან კურცისა და კიდევ 9 პირის საქმის შესწავლა დაიწყო, რომელიც ეხება კორუფციას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოსყიდვასა და ქრთამის აღებას.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ავსტრიის უმსხვილეს გამოცემა Österreich-თან გარიგების საქმეზე, რომელიც გაფორმდა კურცის ჯერ კიდევ კანცლერის პოსტის დაკავებამდე.
მედიის ცნობით, კანცლერის გარემოცვა ეჭვმიტანილია გამოცემა Österreich-ის მოსყიდვაში დადებითი გამოხმაურების მქონე სტატიებისა და გამოკითხვების გამოქვეყნების მიზნით.
იუწყებიან, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას აძლევდა ჯერ ძალაუფლება აეღო პარტიაში, შემდეგ კი დაეკავებინა კანცლერის თანამდებობა.
სებასტიან კურცი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძებასთან.