ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ცუდად გახდა.
"მთელი პასუხისმგებლობა ახლა რაც ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენთთან მიმართებით, რომელმაც ჩაატარა ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში, რომელიც არის სახლემწიფო ინსტიტუტი და რომელსაც ეს მთავრობა ფეხქვეშ თელავს. მთლიანად სახელმწიფო ინტერესებს. მთელი პასუხიმგებლობა ეკისრება აქ [პარლემნტში] მსხდომ ადამიანებს - კობახიძეები, ღარიბაშვილები და ბიძინა ივანიშვილები და ა.შ. ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან. ძალიან მძიმე პასუხიმგებლობა დაეკისრება თითოეულ მათგანს", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.