ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიხსნა ტაივანის წარმომადგენლობის ოფისი, დე ფაქტო საელჩო.
ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც ამ კუნძულოვანის სახელმწიფოს წარმომადგენლობა ტაივანის სახელით გაიხსნა. აქამდე, ევროპის სხვა ნაწილებსა და შეერთებულ შტატებში წარმოდგენილია ტაიბეის სახელით, რათა თავიდან აიცილოს მინიშნება კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი აცხადებს, როგორც თავის ტერიტორიას.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წარმომადგენლობის გახსნა "ახალ და პერსპექტიულ კურსს დაადგენს" ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში. მან ასევე ღრმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მთავრობის მიმართ.
ლიეტუვა ერთ-ერთია იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც დიპლომატიური კავშირები აქვს ტაივანთან. ვილნიუსში ტაივანის წარმომადგენლობის მოსალოდნელი გახსნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა. მაშინ პეკინი განარისხა ვილნიუსის ამ გადაწყვეტილებამ, ლიეტუვიდან თავისი ელჩი გაიხმო და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა ვილნიუსსაც.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ლიეტუვის მთავრობამ, ტაივნისთვის ოფიციალური წარმომადგენლობის გახნის ნებართვის მინიჭებით, უკუაგდო პეკინის არაერთი მინიშნება მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
პეკინის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით, ლიეტუვა ძირს უთხრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მანამდე, ლიეტუვამ განაცხადა, რომ ტაივანში სავაჭრო-ეკონომიკური ოფისისი გახსნას გეგმავს. აღნიშნული განზრახვა მაშინაც მკაცრად დაგმო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების მიერ ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების მცდელობებს.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. პეკინი არ გამორიცხავს ძალის შესაძლო გამოყენებას გაერთიანების მისაღწევად.