ამერიკის შეერთეუბლი შტატების ელჩი ჯონ ბასი, ზესტაფონში მეტალურგების, მეშახტეების და პედაგოგების პროფკავშირების რეგიონალურ წარმოამდგენლებს შეხვდება. შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძე დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში განუცხადეს, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად, საუბრის მთავარი თემები იქნება სოციალური დიალოგი, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროებში, მათ შორის მეტალურგიულ, მეშახტეთა, განათლებისა და სხვა სფეროს პროფკავშირებში.
ამავე წყაროს ინფორმაციით, შეერთეუბლი შტატების მთავრობა მხარს უჭერს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას საქართველოში.
ამჯერად ელჩი გეგმავს პირადად მოუსმინოს პროფკავშირების გაერთიანბის წარმოამდგენლებს რეგიონებში და მათ პრობლემებს გაეცნოს.
ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით პროფკავშირების გაერთიანებამ რამდენიმე ერთობილივი პროექტი განახორციელა.
ამერიკის საელჩოს მჭიდრო და რეგულარული კავშირი აქვს პროფაკავშირების გაერთიანებასთან თბილისში.
შეხვედრა გაიმართება დღეს, 17 ნოემბერს, 15:30 წუთზე, ზესტაფონში - მის: ბიბილეიშვილის ქ#3, ბინა 33, (სობესის შენობა).