„ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ბობოხიძემ