საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი" აღნიშნავს სამედიცინო და სოციალური პროგრამის მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს.
ამ ამბისადმი მიძღვნილი სპეციალური ღინისძიება გაიმართება 2010 წლის 17 ნოემბერს, 18 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში".
აღნიშნულ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს „საქართველოს კარიტასის" სამედიცინო და სოციალური პროგრამის მიერ 15 წლის მანძილზე განვლილ გზას, განხორციელებულ საქმიანობებს ჩვენი ქვეყნის უპოვართა სამსახურში.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: მისი აღმატებულება საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი-სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ უტიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, გორის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, ვატიკანის ელჩი საქართველოში კლაუდიო გუჯეროტი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ურსულა დოროჟევსკა, იაპონიის ელჩი მასაიოში კომაჰარა.
საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი", მოღვაწეობს საქართველოში 1994 წლიდან, მუშაობს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად.