დღეს, 17 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი ფოთს ეწვევა. ფოთში ბასი ამერიკის მთავრობის მიერ კონფლიქტის შემდეგ, საქართველოსათვის გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარით გაწეული დახმარებით დაფინანსებული პროექტის, სენაკისა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობას მოინახულებს.
ფოთი-სენაკის მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან პარტნიორობით ხორციელდება, UშAID-ის მეშვეობით დაფინანსებული 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, 30 თვიანი ამერიკის მთავრობის პროექტის ნაწილია. აღნიშნილი მილსადენით, ბუნებრივი აირი ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს რაიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 25,000 ადამიანს მიეწოდება. მილსადენი გაზით უზრუნველყოფს ასევე პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს, რომელთა განვითარებაც ფოთის პორტთან ახლოს იწყება.
ელჩი შეხვდება საქართველოს ენერგეტიკის მინსიტრს ალექსანდრე ხეთაგურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ზაზა გოროზიას და ენერგო სექტორში დასაქმებულ ადამიენაბეს, რომლებიც მუშაობენ მილსადენზე. ჯონ ბასი დაათვალიერბეს აგრეთვე მშენებარე ობიექტს და შეხვდება როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მიერ გაწეული დახმარება მიზნად ისახავს: გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიასა და გაზზე დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის; შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები სამშენებლო ობიექტზე და ხელი შეეწყოს დაასქმების შესაძლებლობებს რეგიონში; დახმარება გაეწიოს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და მოხდეს ენერგოსექტორის მოდერნიზება და ეფექტიანობის გაუმჯობესება.