"სამი დღეა აღარ იღებს მედიკამენტებს... ძალიან გამხდარია და სუსტადაა" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე გლდანის ციხესთან საუბრობს, სადაც მან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა,
პირველ რიგში, ყოველ ჯერზე რაც შემოვდივარ, უფრო სუსტად არის. ძალიან გამხდარია, რამდენიმე დღე არ მინახავს და ძალიან ცუდი ფერი აქვს. რაც თვალში მომხვდა, ეს იყო რომ წონასწორობის დაცვა უჭირს, იმდენად სუსტადაა, რომ ვერ დადის კარგად. წნევის ცვალებადობა აქვს, უთამაშებს წნევა, დაბალი აქვს, მერე უცებ მაღალი აქვს. ეს თვალში შესამჩნევი სისუსტეა, რაც მე მომხვდა, - ამბობს დეკანოიძე.