თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის და ადვოკატების მოთხოვნისა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში არ მიუყვანიათ.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ამ მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიმართა.
მოსამართლის თქმით, სასამართლომ შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნა, თუმცა ბრალდებულისგან უარი მიიღეს.