„ქართული ოცნების“ მხრიდან სახეზეა უადგილო გაჯიუტება. არ მესმის, მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რატომ არ გადაჰყავს, თუ არა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც დაუმტკიცოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ზარალდება.
„ერთგვარად საქმე გვაქვს კუნთების თამაშთან, ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია პროტესტის ფორმაში. რეალურად, ამ ყველაფრით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ზარალდება. ამ ქვეყანაში დალხენილი ხალხი არ ცხოვრობს, არავის უხარია ქუჩების გადაკეტვა და ა.შ. ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და უნდა შეეშვას, ნაბიჯების ჯინაზე გადადგმას. მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს იქ, სადაც ითხოვს, გამოიკვლიონ და უკან დააბრუნონ დაწესებულებაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.