ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ - აღნიშნულს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შესანიშნავი სიახლე! საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. საქართველო რჩება თავისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მზადაა გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.