დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აკურთხა. დღესვე უწმინდესმა ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ქართული ჯარი დალოცა.
"საბჭოთა პერიოდისგან განსხვევებით, ქართულ ჯარში ყოფნა საპატიო საქმე უნდა იყოს. მინდა, თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კვირაობით და საეკლესიო დღესასწაულებზე ჯარმა ეკლესიაში იაროს~, - აღნიშნა ილია მეორემ.
ცნობისათვის: მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა - ტაძარში არსებულ უძველეს ფრესკებს რესტავრაცია ჩაუტარდა.