ევროკავშირი საქართველოს მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატს აღიარებს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი ასევე აღიარებს მოლდოვისა და სერბეთის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატებს.
"გვაქვს კარგი ამბავი კოვიდკრიზისთან ბრძოლის კუთხით, რადგან დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვის, საქართველოს და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობა იქნება უფრო მარტივი მათი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ასევე ეს ნიშნავს, რომ ევროპელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ მოგზაურობა. ჩვენ მზად ვართ ბელარუსი ხალხის დასახმარებლად კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში", - განაცხადა ევროკომისარმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს მიიღებენ და ის დაუყოვნებლად შევა ძალაში.