პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში შიმშილობს, თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებ.
ხოშტარიას განცხადებით, მის ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.
გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!", - წერს ელენე ხოშტარია.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარია 3 ნოემბრიდან შიმშილობს.