იაპონია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო გარემოს შესასწავლად იაპონიის ელჩი საქართველოში სამეგრელოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.
იგი უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას და მისგან საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
იაპონია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ინვესტიციის ჩადებას სამეგრელოში აპირებს, რაც 2010 წლისთვის განხორციელდება.
იაპონიის ელჩი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებითაც დაინტერესდა.