პროექტის "წიგნის მეგობარი" პრეზენტაცია თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალი პროექტი უმცროსკლასელებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად წარუდგინა.
განათლენისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პრეზენტაციაზე განაცხადა: "პროექტის "წიგნის მეგობარი" მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას."
ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული. პროექტის მიზანია ცნობილმა ადამიანებმა, სტუდენტებმა, მწერლებმა და მოხალისეებმა მხატვრული ლიტერატურა გააცნონ უმცროსკლასელებს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა და პოლიტიკოსებმა გამოთქვეს.