საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი" აღნიშნავს სამედიცინო და სოციალური პროგრამის მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს.
ამ ამბისადმი მიძღვნილი სპეციალური ღინისძიება გაიმართება 2010 წლის 17 ნოემბერს, 18 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში".
აღნიშნულ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს „საქართველოს კარიტასის" სამედიცინო და სოციალური პროგრამის მიერ 15 წლის მანძილზე განვლილ გზას, განხორციელებულ საქმიანობებს ჩვენი ქვეყნის უპოვართა სამსახურში.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: მისი აღმატებულება საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოფს-სააკაშვილი, მისი აღმატებულება თბილისის მერი გიგი უგულავა, მისი აღმატებულება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, მისი აღმატებულება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ უტიაშვილი, მისი აღმატებულება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, მისი აღმატებულება გორის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, მისი აღმატებულება ვატიკანის ელჩი საქართველოში კლაუდიო გუჯეროტი, მისი აღმატებულება პოლონეთის ელჩი საქართველოში ურსულა დოროჟევსკა, მისი აღმატებულება იაპონიის ელჩი მასაიოში კომაჰარა. აგრეთვე ველით მნიშვნელოვან სტუმრებს სხვადასხვა საელჩოებიდან, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი", მოღვაწეობს საქართველოში 1994 წლიდან, მუშაობს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად.