პოლიტიკური პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთმა ლიდერმა იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, კლდიაშვილმა შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტის დროს დააკავეს.