აჭარაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობამ 900 ათას გადაჭარბა. როგორც დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა დამატებითი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში ახალი პროექტების შემუშავებაა საჭირო.
"აჭარაში წელს უკვე 900 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. იმისათვის, რომ ტურიტების რაოდენობა მილიონზე მეტი იყოს, ახალი პროექტების შემუშავებაა საჭირო, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული მთიანი აჭარის პოტენციალი.
აჭარაში ამ დროისთვის უკვე 60-ზე მეტი მინერალური წყალია აღმოჩენილი. გარდა ამისა, 10 სამკურნალო თვისებების მატარებელი ტალახი. თუკი ამ რესურსს სწორად გამოვიყენებთ, მაშინ მილიონზე მეტი ტურისტი მარტო აჭარის მაღალმთიანეთს ესტუმრება", -განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.